საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფესტივალის Festival Oenovidéo მთავარი პრიზიორი ქართულ-ფრანგული ფილმი გახდა

23 სექტემბერს, ლუქსემბურგის სასახლეში გაიმართა ღვინოს შესახებ ფილმების ფესტივალი Festival Oenovidéo 2015 საზეიმო დაჯილდოება, რომლის მთავარი პრიზიორიც გახდა ფილიპ გასნიეს ქართულ-ფრანგული დოკუმენტური ფილმი,  « ღვინის დასაბამიდან » (A la Source du Vin).

ფილმში საუბარია ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ მეთოდზე და მოთხრობილია თუ საფრანგეთის ერთერთი რეგიონის, ლუარის მეღვინეებმა როგორ აღმოაჩინეს ქართული ღვინო, ჩაიტანეს საფრანგეთში და დაიწყეს ქართული მეთოდით ღვინის დაყენება. ფილმში ასევე ჩანს  ცნობილი ამერიკელი ღვინის კრიტიკოსი, ალის ფერინგი და საქართველოში დაფუძნებული ამერიკელი მეღვინე ჯონ ვურდემანი.

Festival Oenovidéo უკვე  22 წელია არსებობს და ქართულ ღვინოზე ფილმი უკვე მეორედ ხდება მისი მთავარი პრიზიორი. 2009 წელს პიერ გოჩელის  La Géorgie, pour l'Amour du vin, დასახელდა გამარჯვებულად.

პრიზების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ კოქტეილზე საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

france/IMG_2651.jpg

france/IMG_2568.jpg

france/IMG_2493.jpg

france/IMG_2654.jpg

france/IMG_2710.jpg

Occupied Territories of Georgia

eVISA portal