საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანგულ-ქართული დღეები ლევილში

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ლევილის მამულში გამართულ ფრაგნულ-ქართული კულტურის დღეებს დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც ცამეტი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად ტარდება ლევილის მერიისა და ამხანაგობა "ქართული კერას" ორგანიზებით. წელს ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეებზე საკუთარი შემოქმედება საფრანგეთში არსებულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ბავშვთა ანსამბლმა „ლაზმა" წარმოადგინა.

ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეებს ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ლევილის მერი, ერიკ ბრივი და საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეები.

france/IMG_8488.jpgfrance/IMG_8508.jpgfrance/IMG_8550.jpgfrance/IMG_8619.jpg

france/IMG_8596_1.jpgfrance/IMG_8595.jpg

france/IMG_8575.jpg