საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ფრანკოფონიის მინისტერიალზე

 

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის 31-ე მინისტერიალს საქართველოს სახელით საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდა. მინისტერიალს, ანუ მინისტრთა კონფერენციას, რომელსაც წინ უსწრებდა ფრანკოფონიის მუდმივი საბჭოს 96-ე სესია, ქ. ერევანმა უმასპინძლა 10-11 ოქტომბერს.

მინისტერიალის 31-ე სესიაზე დასასწრებად, რომელსაც სენეგალის საგარეო საქმეთა მინისტრი უძღვებოდა და რომლის მიზანია უზრუნველყოს ფრანკოფონიის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესრულება და შემდგომი სამიტის მომზადება, 80მდე ქვეყნის მინისტრი თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ჩავიდა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელიც დაემთხვა ერევნის დაარსების 2797-ე  წლისთავს. აქედან აღსანიშნავია შარლ აზნავურის კონცერტი, რომელსაც სომხეთის პრეზიდენტი და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანიც ესწრებოდნენ.

საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას 2004 წელს შეუერთდა დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით.