საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი ქალაქ შამონიში

პირველი შეხვედრა გაიმართა ქალაქის მერ, ერიკ ფურნიესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მესტიასა და შამონის შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ფორმები. ქალაქის მერი მოიხიბლა მესტიის პეიზაჟებით, დაწრმუნებულია მესტიის პოტენციალში და მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შემდეგი შეხვედრა შედგა სამთო-სათხილამურო და ალპინიზმისა ეროვნულ სკოლის (ENSA) დირექტორ, ერვე ჟოსერონსა და მის მოადგილე, ფლორანს ჟიროსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამთო-სათხილამურო სფეროში ფრანგული გამოცდილების საქართველოში გაზიარების გზები. კერძოდ, საუბარი შეეხო მთის გიდების ფორმირების მიზნით ქართველი და ფრანგი სტუდენტებისა და ტრენერების გაცვლითი მივლინებების თემას. შემდეგ ელჩმა დაათვალიერა სამთო სათხილამურო და ალპინიზნის ეროვნული სკოლის ბიბლიოთეკა, სადაც ალპინიზმის თემაზე შთამბეჭდავი რაოდენობის კოლექციაა დაცული.

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია შამონის მუზეუმს, Musée Alpin, სადაც ამჟამად ალპინიზმის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს.