საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანიტა რაჭველიშვილისა და დავით ალადაშვილის საქველმოქმედო კონცერტი პარიზში

france/12115671_10153253548818100_228952153029877145_n.jpg

 

28 ოქტომბერს, პარიზის პიერ კარდენის თეატრში, სილქროუდ ჯგუფის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილისა და პიანისტ დავით ალადაშვილის მონაწილეობით.

შესრულებულ იქნა დუპარკის, ფორეს, რახმანინოვის, მანუელ დე ფალას და თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.

კონცერტი, დავით ალადაშვილის პროექტის Young for Young ფარგლებში ჩატარდა და მიზნად, ოკუპირებულ ზონაში მდებარე სოფელ ხურვალეთის იძულებით გადაადგილებული 140 ოჯახის დახმარებას ისახავდა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, თეატრის ჰოლში გამოიფინა ფოტო-გამოფენა ''იძულებით გადაადგილებულ პირთა ისტორია ფოტოობიექტივში'', რომელზეც ასახულია 1990 წლის კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ასობით ათასი იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტო-ისტორია.

კონცერტის დასასრულს, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონემ დამსწრეთათვის სიტყვით მიმართვისას სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი, ისაუბრა რა ოკუპაციის გამანადგურებელ შედეგებზე, რომელიც დღემდე აიძულებს ასობით ოჯახს დატოვოს საკუთარი სახლი. მან მადლობა გადაუხადა მოსულ სტუმრებს, შემსრულებლებს და ორგანიზატორებს, რომლებმაც ეს კონცერტი სოლიდარობის, მშვიდობისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ აქციეს.

ფოტოები