საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და სამდღიანი ეროვნული გლოვა. ამოქმედდა ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა. გაძლიერებულია დაცვა და კონტროლი საზღვარზე. 16 ნოემბერს, პარიზის დროით 12 საათზე, წუთიერი დუმილით პატივი მიეგება გარდაცვლილთა ხსოვნას.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოუწოდებს საფრანგეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თვალყური ადევნონ მოვლენების განვითარებას სანდო საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით,  თვალი მიადევნონ საელჩოს ფეისბუქ გვერდს;  ყური უგდონ საფრანგეთის ხელისუფლების რჩევებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და იქონიონ კონტაქტი მათ ახლობლებთან საქართველოში. 

საფრთხის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ საელჩოს ცხელ ხაზზე: + 33(0) 783318689

ასევე გაცნობებთ, რომ პარიზის პრეფექტურის მიერ გახსნილია შემდეგი სატელეფონო ცხელი  ხაზები: +33 (0) 800 40 60 05  ან  +33 (0) 1 45 55 80 00 (საფრანგეთში მყოფი ტურისტებისთვის)

france/10420345_957777174268677_6486499951881747363_n_2.jpg