საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევილი: მართვის პარიტეტული კომისიის კომუნიკე

 

2011 წლის 23 მაისს, ლევილის შატოს სალონში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოაწერეს ერთი მხრივ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მემკვიდრე ოჯახების წარმომადგენელი საზოგადოება ქართული კერის მმართველმა და მეორე მხრივ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

70 წლის განმავლობაში საზოგადოება ქართულმა კერამ შეინარჩუნა ეს ადგილი თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მოლოდინში. პირველი რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ნების აღსრულების მიზნით 20 წელიწადზე მეტია საქართველოს მიმართ რიგი დემარშების შემდეგ, პირველი შერეული კომისიის შექმნის შემდეგ, მამულის მფლობელი ოჯახების წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობის ნდობით აღჭურვილ რამდენიმე მინისტრთან მრავალი შეხვედრის შემდეგ, 2011 წლის 23 მაისს პირველი კონკრეტული ნაბიჯი იქნა გადადგმული.

ერთობლივად შედგენილი აღნიშნული მემორანდუმი ქმნის და განსაზღვრავს, პირველი რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის პოლიტიკური ანდერძის შესაბამისად მამულის საქართველოსთვის გადაცემის სამუშაო პროცესის მიმართულებებს.

საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოება ქართული კერის მიერ 2011 წლის 23 მაისს ერთობლივად აღებული ვალდებულებები ითვალისწინებს, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის, პირველი რესპუბლიკის ხსოვნისა და თავისუფლების ამ ერთადერთ ადგილას შეიქმნას ფრანგულ-ქართული ისტორიულ-კულტურული ცენტრი.

მემორანდუმითვე გადაწყდა მართვის პარიტეტული კომისიის შექმნა, რომელსაც მიზნად  ლევილის მამულის მომავალი ფუნქციონირების ფორმებსა და პირობებზე მსჯელობა და წინადადებების შემუშავება განესაზღვრა. აღნიშნული 2011 წლის 9 ივნისს შექმნილი პარიტეტული კომისია შედგება 3 საქართველოს მთავრობის და 3 საზოგადოება ქართული კერის მიერ წარდგენილი წევრისაგან.

უკვე 4 წელია, პარიტეტული კომისია მემორანდუმით განსაზღვრული ჩარჩოების ფარგლებში მუშაობს:

  • ლევილის მამულის ისტორიული დანიშნულება, პირველი რესპუბლიკის მეხსიერების შენარჩუნება- სამუზეუმო სივრცისა და ბიბლიოთეკის მოწყობით.
  • საქართველოში ამ ისტორიული პერიოდის ცნობადობის ასამაღლებლად გატარებული ღონისძიებები
  • მამულის სოციალური დანიშნულება- იმ ქართველი მოხუცების ან გაჭირვებაში მყოფ პირთა თავშესაფრის შენარჩუნება, რომლებიც იქ 1959 წელს ხელმოწერილი და 1985 წელს განახლებული კომოდატის საფუძველზე ბინადრობენ.
  • კულტურული დანიშნულება - ისტორიკოსების, მკვლევართა და ხელოვანთა მიღებით
  • ისტორიულ-კულტურული ცენტრის მომავალი ფუნქციონირება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2015 წლის სექტემბერში გამოიყო პირველი ბიუჯეტი, რომელიც საშუალებას იძლევა:

  • მამულის გადაცემისათვის სავალდებულო სადიაგნოსტიკო სამუშაოების ჩატარებას
  • პროექტის არქიტექტორული კვლევის საფუძველზე, მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ისტორიულ-კულტურული ცენტრის ფუნქციონირების პროგრამირება

2015 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა აღნიშნული ეტაპი პოზიტიურად და გადამწყვეტად შეაფასეს და შეთანხმდნენ, რომ ყოველი მხარე ძალღონეს არ დაიშურებს რათა რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღწეული დასახული მიზნები.

 

france/uniInc_8.jpg