საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევილის აკადემიის პროექტის პრეზენტაცია პარიზის საელჩოში

არქიტექტურულ მისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ვერსალის არქიტექტორული სკოლის პროფესორი რიშარ საბატიე, ასევე შედიან საერთაშორისო რეპუტაციის საუკეთესო ექსპერტები, პეიზაჟისტები და ინჟინრები.

არქიტექტორთა მიერ წარმოდგენილი პროექტი მოიცავს ერთის მხრივ, ლევილის მამულის ისტორიულ, არქიტექტორულ და ტექნიკურ ანალიზს, რომელიც მამულს ტერიტორიულ-ურბანისტულ ასპექტებში გაიაზრებს და მისი განვითარების ოპტიმალურ პერსპექტივებს სახავს. მეორე მხრივ, პროექტში განსაზღვრულია მამულის მომავალი მოწყობის სტრუქტურაც. კერძოდ, მამულში ისტორიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ქართული აკადემიის დაარსება, რომელიც რეზიდენტებს უმასპინძლებს, და მისი ფუნქციონირების სტრუქტურები.

პრეზენტაციას, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ლევილის ამჟამინდელ მფლობელი ოჯახების წარმომადგენლები: ნათელა ჟორდანია, ირენ ციციშვილი, ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძისა, მიშელ რამიშვილი, ნანო სტურუა, ტიერი ბერიშვილი, თამარ ჩხენკელი, ქრისტინე ფაღავა-ბულეზი. პრეზენტაციაზე მოწვეული იყო ასევე ლევილის მერი, ერიკ ბრევი.

აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ პროცესის დასრულებისათვის, რომელიც მრავალი წელია გრძელდება.

ფოტოები