საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა გამომცემლებთან

 

france/11872182_991207317592329_1581831118788156431_o.jpg2016 წლის 22 იანვარს პარიზში საქართველოს საელჩოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე, შეხვდა ფრანგ გამომცემელს ლორან მიულერს (გამომცემლობა « arenes »), სცენარისტს ივონ ბერტორელოსა და მხატვარ ალბან გიემუას. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შოთა რუსთაველის « ვეფხისტყაოსანი »-ს გამოცემა საფრანგეთში. საელჩოს შუამდგომლობით წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრსა (დირექტორი მედეა მეტრეველი) და ფრანგულ გამომცემლობას « arenes » შორის. ერთობლივი პროექტით განსაზღვრულია ვეფხისტყაოსნის გამოცემა პარიზში ილუსტრირებული კომიქსების სახით.

შეხვედრაზე დაისახა თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. ფრანგულმა მხარემ პროექტის განხორციელებამდე, ქვეყნის კულტურისა და ადათ-წესების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოში მოგზაურობის სურვილი გამოთქვა.