საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სრულწლოვანის პასპორტის განახლება

 

2018 წლის 15 მაისიდან დაიწყო აქცია, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას. კერძოდ:

 პირადობის ელექტონული მოწმობა გაიცემა უფასოდ. აქციის პერიოდი 15 მაისდან - 15 აგვისტომდე.

 



 

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!


 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP



მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

1. პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);

3. პასპორტის საფასურის, 124,94 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 

4. პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე;

5. წარსულში ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის ქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს და პასპორტი საფრანგეთში მიიღოს ფოსტით.

თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოადგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე