საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანისთვის

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

1. დაბადების მოწმობა:

ა. საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი.

ბ. საფრანგეთში დაბადებული პირის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)

დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით.

გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. დაბადების მოწმობა ნათარგმნი ქართულ ენაზე, თარგმანის ორიგინალის წარდგენა სავალდებულოა.

დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა (ორიგინალი) უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულად, თარგმანის ორიგინალის წარდგენა სავალდებულოა.

2. მშობლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

3. 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი;

4. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის :

ა.  დასაბრუნებელი მოწმობის გასაცემად ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.

. მშობელს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის დროს. თუ დოკუმენტებს ფოსტით აგზავნით საკონსულოში, მშობელს შეუძლია თანხმობა დაწეროს საფრანგეთში ნოტარიუსთან და დაამოწმოს აპოსტილის ბეჭდით. შემდგომ, აგზავნით ორიგინალს. ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა დასაბრუნებელი მოწმობის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან და უნდა წარადგინოთ ორიგინალი. თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება საზღვარგარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში და უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი. (იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში, რომელიც უნდა დამოწმდეს საფრანგეთში ნოტარიუსთან ანუ légalisation de la signature).

5. არასრულწლოვნის საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უფასოა.

საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში

1. საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში ანკეტას ავსებთ ონლაინ ;და წარსდგებით თქვენს მიერ ჩანიშნულ დღეს საკონსულოში ზემოაღნიშნული დოკუმენტებით. 

ა. აპოსტილის ბეჭდისთვის მიმართეთ Cour d'Appel-ს,  Tribunal d'Instance -ს an Tribunal Grand Instance -ს.

ბ. თუ გნებავთ, რომ დასაბრუნებელი მოწმობა ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 3,50 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი დასაბრუნებელი მოწმობისთვის). აღნიშნული კონვერტით დასაბრუნებელი მოწმობა უკან დაგიბრუნდებათ

 

საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე :

Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე

ანკეტა