საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია უვიზოდ მგზავრობის შესახებ

2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობენ.

მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს უვიზოდ დარჩენის უფლებას 90 დღით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

ქვეყნები, რომლებშიც უვიზოდ გამგზავრება არის შესაძლებელი:

წევრი ქვეყნები : ავსტრია, ბელგია, გერმანია,დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

  • შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები

  • ადგილობრივი კანონმდებლობა

  • საზოგადოებრივი წესრიგი

სამართალდარღვევის შემთხვევში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით (იხილეთ ვიდეო).

მოთხოვნის შემთხვევაში, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:

ტურისტული მოგზაურობა

  • ბილეთი ორივე მიმართულებით;
  • სასტუმროს ჯავშანის დასტური ან მერიისგან გაცემული მასპინძლობის ოფიციალური მოწმობა (Attestation d'accueil) http://https//www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F2191;
  • კონფერენციაზე, შეკრებაზე ან შეხვედრაზე მონაწილეობისთვის კომპანიისგან ან ოფიციალური ორგანიზაციიდან გამოგზავნილი მოწვევის წერილი,
  • სტაჟირებაზე ან სწავლებაზე ჩაწერის დამადასტურებული დოკუმენტი;
  • საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი ცნობა,ნაღდი ფული, ან საერთაშორისო ბარათი;
  • მგზავრობის მთელი პერიოდისთვის მოქმედი სამედიცინო დაზღვევის მოწმობა, ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი, რომელიც დაფარავს ყველა სამედიცინო, ჰოსპიტალური მომსახურების და გარდაცვალების ხარჯს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო რეპატრიაციის ხარჯებსაც.

ყურადღება! საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

  • შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;

  • თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა - 65 ევრო;

  • თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა -120 ევრო.

საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და გამოფენებში მონაწილეობის საქმიანი შეხვედრების, და მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მოგზაურიბა

  • ბილეთი ორივე მიმართულებით;

  • მოწვევის შემთხვევაში, მომწვევმა პირმა ოფიციალური მოწვევა უნდა გააკეთოს საცხოვრებლის მიხედვით შესაბამის მერიაში. მოქალაქეს თან უნდა ქონდეს აღნიშნული მოწვევის ორიგინალი (Attestation d'accueil) http://https//www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F2191;

  • მგზავრობის მთელი პერიოდისთვის მოქმედი სამედიცინო დაზღვევის მოწმობა, ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი, რომელიც დაფარავს ყველა სამედიცინო, ჰოსპიტალური მომსახურების და გარდაცვალების ხარჯს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო რეპატრიაციის ხარჯებსაც;

  • ღონისძიების /კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;

  • საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი ცნობა,ნაღდი ფული, ან საერთაშორისო ბარათი.

ყურადღება! საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

  • შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;

  • თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა - 65 ევრო;

  • თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა -120 ევრო;

ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულების მიზნით მოგზაურობა

  • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა);

  • იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მოემგზავრებით;

  • ბილეთი ორივე მიმართულებით;

  • მოწვევის შემთხვევაში, მომწვევმა პირმა ოფიციალური მოწვევა უნდა გააკეთოს საცხოვრებლის მიხედვით შესაბამის მერიაში. მოქალაქეს თან უნდა ქონდეს აღნიშნული მოწვევის ორიგინალი (Attestation d'accueil) http://https//www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F2191;

  • საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი ცნობა,ნაღდი ფული, ან საერთაშორისო ბარათი;

  • მგზავრობის მთელი პერიოდისთვის მოქმედი სამედიცინო დაზღვევის მოწმობა, ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი, რომელიც დაფარავს ყველა სამედიცინო, ჰოსპიტალური მომსახურების და გარდაცვალების ხარჯს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო რეპატრიაციის ხარჯებსაც.

ყურადღება! საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

  • შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;

  • თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა - 65 ევრო;

  • თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა -120 ევრო;

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის მიზნით მოგზაურობა

  • სამედიცინო დაწესებულების თანხმობა;

  • რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;

  • მგზავრობის მთელი პერიოდისთვის მოქმედი სამედიცინო დაზღვევის მოწმობა, ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი, რომელიც დაფარავს ყველა სამედიცინო, ჰოსპიტალური მომსახურების და გარდაცვალების ხარჯს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო რეპატრიაციის ხარჯებსაც;

  • ბილეთი ორივე მიმართულებით.

მგზავრობის და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი)

მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს შენგენის ქვეყნებში 180 დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით გაჩერების უფლებას. ანუ საზღვარზე შემოწმებულ იქნება დაგეგმილი შესვლის მომენტისათვის ბოლო 180 დღიან მონაკვეთში რამდენი დღე დაჰყო მოქალაქემ უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე და უფლება მიეცემა ამ დღეების რაოდენობის გათვალისწინებით გამოიყენოს 90 დღე. შენგენის ზონაში ყოფნის ვადის დაანგარიშება შესაძლებელია სპეციალური კალკულატორით: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm