საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

რა შემთხვევაში შევძლებ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას?

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მოგენიჭოთ აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:

  1. მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;

  2. არამართლზომიერად;

  3. მშობელთა არჩევანის შედეგად.

ვის მივმართო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე აღდგენის წესით?

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება (იხილეთ დანართი).

  • ფოტოსურათი - ზომით 3X4;

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

  • იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

  • საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, დამატებით სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე.სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მომსახურების საფასური: 70 ევრო

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს

საბანკო რეკივიზიტები:
Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE 
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060

Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary:
Public Service Development Agency 2608
IBAN: GE65NB0331100001150207

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07

ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris


საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით

განცხადება.pdf

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal