საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის გათვალისწინებული შემთხვევისა:

- საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს მოქალაქის ფარგლების გარეთ ცხოვრება არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.

ანუ რა შემთხვევაში შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც მომენიჭოს?

საქართველოს პრეზედენტის გადაწყვეტილებით, თქვენ შეიძლება მოგენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

როგორ მივიღო უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც?

თქვენ განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს პირადად, საკონსულო დაწესებულების ან იუსტიციის სახლის მეშვეობით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტის მეშვეობით, შეავსოთ ონლაინაპლიკაცია, დაასკანეროთ ყველა საჭირო დოკუმენტი, ელექტრონულად დაურთოთ განაცხადს და ასე, სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრიროთ თქვენი განცხადება.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე;

  2. დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი);

  3. პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

  4. 2 რეკომენდაცია-თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ (ნიმუში იხილეთ ქვემოთ), საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან;

  5. 2 ფოტოსურათი;

  6. კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

18 წლამდე პირის მოქალაქეობის საკითხზე სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა. 14 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანმა თავადაც უნდა დაწეროს თანხმობა.

  • თანხმობის დაწერა შესაძლებელია საკონსულოში.

  • თუ საკონსულოში არ წარსდგებით, შეგიძლიათ თანხმობა დაწეროთ საფრანგეთში ნოტარიუსთან. აღნიშნული თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილი ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით. უნდა წარმოადგინოთ როგორც სანოტარო აქტის, ასევე მისი თარგმნის ორიგინალი. (ქვემოთ იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში, რომელიც უნდა დამოწმდეს საფრანგეთში ნოტარიუსთან ანუ მოხდეს légalisation de la signature).

  • თუ საბუთებს ფოსტით აგზავნით, თანხმობა უნდა იყოს შესაბამისად დამოწმებული. (იხილეთ ბ პუნქტი)

  • ერთერთი მშობლის ან 14 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, თანხმობა შეიძლება დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან. საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი.

  • თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობაა საკმარისია.

წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების ან ფოსტის მეშვეობით.

საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამატებით საჭირო გახდეს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ თქვენს მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.

მომსახურების ვადა და საფასური:

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

მე-80 დღეს

250ლარი (საქართველოში გადახდის შემთხვევაში)

მე-80 დღეს

170 დოლარის ეკვივალენტი ევროში (ფრანგული ანგარიშიდან გადარიცხვის შემთხვევაში). იხილეთ ანგარიში:

საბანკო რეკივიზიტები:

Intermediary:

DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: Public Service Development Agency 2608
IBAN: GE65NB0331100001150207

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07

ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal