საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ეკლესიები საფრანგეთში

1. წმინდა ნინოს ქართული ეკლესია

წმინდა ნინოს ეკლესია დაარსდა საფრანგეთში ჩამოსული ქართველი მართლმადიდებელთათვის, რომლებიც 1921 წელს რუსეთის ბოლშევიკური ჯარების შეჭრის შედეგად იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.  ამ ლტოლვილების სურვილი იყო შეენარჩუნებინათ ქრიასტიანობა სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, რელიგია რომელიც თექვსმეტ საუკუნეზე მეტს ითვლის. მართლაც, საქართველო 337 წელს გაქრისტიანდა. მისი გაქრისტიანება, საკმაოდ უნიკალური ფაქტია ეკლესიის ისტორიაში, რადგან ეს მოხდა, ქალის მიერ, წმინდა ნინო, რომლის პატრონაჟის ქვეშაც იმყოფება ეს სამლოცველო. წმინდა ნინოს ქართული ეკლესია აქვს მუდმივი სულიერი კავშირი საქართველოს მართ;მადიდებელ ეკლესიასთან და მის ლიდერთან.

მამა არჩილ დავრიშაშვილი

მისამართი: 6, rue de la Rosière, 75015


2. წმინდა თამარის ეკლესია      

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ, 2009 წლის 14 მაისს აკურთხა წმინდა თამარის ეკლესია, პარიზის გარეუბანში, ათასობით ქართველი ემიგრანტის თანდასწრებით. წმინდა თამარის ეკლესია არჩილ მინდიაშვილმა დააპროექტა, ბუბა ქებურიამ ააშენა, ხოლო მამუკა მიქელაძემ მოხატა (ფრესკების მოხატვა ჯერ არ დასრულებულა).

მამა ანტონ კანდელაკი

მისამართი: 6, Impasse Boieldieu, 94190 Villeneuve-Saint-Georges, (RER - D; 10/15 წუთი ფეხით) 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal