მიმდინარე წლის 12 მაისს ოვერნ-რონ-ალპის რეგიონში მდებარე ქალაქ სუვინიში მცხეთისა და სუვინის მერებმა, ავთანდილ ნემსიწვერიძემ და ჟან კლოდ ალბიუშერმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მცხეთასა და სუვინის შორის დაძმობილების პროცესის დაწყების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ქ-ნი ეკატერინე სირაძე დელონე, ალიეს დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარე, სენატორი ჟერარ დერიო, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ილია ჯიშკარიანი და შატო მუხრანის დამაარსებელი და დირექტორი, წარმოშობით სუვინელი ჟაკ ფლერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორი ქალაქის დაახლოებაში.

