საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და პარიზში მოქმედი „ქართული კულტურის ცენტრის „ლაზის" ორგანიზებით, 2017 წლის 24 სექტემბერს, პარიზის ქართულ რესტორან „კოლხეთში", გაიმართა ქართული დიასპორის შეხვედრა ქართველ მწერალთან და დრამატურგთან ლაშა ბუღაძესთან. შეხვედრისას მწერალი ქართველ მკითხველს თანამედროვე ქართული ლიტერატურაზე, მის გამოწვევებსა და მიღწევებზე ესაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მისი რომანი „ლიტერატურული ექსპრესი" და წიგნად გამოცემული რადიოგადაცემების ციკლი „დიალოგი ცენზურაზე" წარუდგინა.
შეხვედრისას გაიმართა საუბარი-დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა: ცენზურა და ხელოვნება, ცენზურა და რელიგია, ცენზურა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.
შეხვედრის დასასრულს, ქართული რესტორანი „კოლხეთი" სტუმრებს ქართული კერძებით და ღვინით გაუმასპინძლდა.


