საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

‼️ 2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 👇

📌კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობები:
ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.
პირი სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ:
Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე;
ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა;
COVID გადატანილი პირების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასულია 7 დღე.
საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. ბუსტერის ქონა, თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი.
აცრილი პირების მიმართ დადგენილი ნორმები ვრცელდება მათ თანმხლებ არასრულწლოვნებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილნი. თუმცა, თუ ბავშვი არ არის აცრილი, 12 წლიდან მაინც სავალდებულოა PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
- ვაქცინირებულმა პირებმა, ვაქცინაციის სერტიფიკატის და ბოლო 48 სთ ჩატარებულ PCR ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის გარდა უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. იხ. შესავსები ფორმა: http://www.interieur.gouv.fr/.../06-01-2022-engagement...
ამ ეტაპზე ქართული კოვიდ სერტიფიკატის ონლაინ გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტებისთვის. ვრცლად უცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სხვა პირებს კი ქართული კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ კოვიდ პასპორტზე გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში. მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და ვაქცინაციის სერტიფიკატი, მატერიალური ფორმით. სერტიფიკატი არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას. მომსახურება ფასიანია, ხოლო აფთიაქების სია, სადაც შესაძლებელია ამ სერვისის მიღება ხელმისაწვდომია საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
📌კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:
წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში:
1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.
2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.
3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.
4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას.
5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.
6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.
7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.
აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:
- ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;
- შევსებული და ხელმოწერილი ორი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები, 7 დღის მანძილზე დარჩებიან თვითიზოლაციაში და იზოლაციის ბოლოს, საკუთარი ხარჯებით, ჩაიტარებენ PCR ან ანტიგენ ტესტს.
იხ. დეკლარაცია 1: https://www.interieur.gouv.fr/.../06-01-2022-engagement...
იხ. დეკლარაცია 2: https://www.interieur.gouv.fr/.../18-01-2022-attestation...
იზოლაცია /კარანტინი
- ნარინჯისფერი ზონიდან საფრანგეთში შესული არავაქცინირებული პირი ექვემდებარება 7 დღიან თვითიზოლაციას, მოქალაქის მიერ წინასწარ დაჯავშნილ ადგილზე. 7 დღიანი იზოლაციის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე.
წინასწარი რეგისტრაცია
საზღვრის კვეთისას, შერჩევით, მოქალაქეს შესაძლებელია ჩაუტარდეს PCR კვლევა.
ადმინისტრაციული პროცედურების გასაადვილებლად, როგორც ვაქცინირებული ისე არავაქცინირებული პირებისათვის, გამგზავრებამდე რეკომენდირებულია სპეციალური ონლაინ ფორმის შევსება: https://passager.serveureos.org
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: ბმული 1;