დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთის რესპუბლიკასთან დამყარდა 1992 წლის 21 აგვისტოს.
საქართველოს ელჩები საფრანგეთში:
გოჩა ჩოგოვაძე (1993);
ლანა ღოღობერიძე (2004, დანიშნული);
ნათია ჯაფარიძე (2004);
მამუკა კუდავა (2007);
ეკატერინე სირაძე-დელონე (2013 - დღემდე)
საფრანგეთის ელჩები საქართველოში:
პიერ მორელი (1992 - (რეზიდენციით ქ.მოსკოვი));
ბერნარ ფასიე (1993);
მირეი მიუსო (1997);
სალომე ზურაბიშვილი (2003);
ფილიპ ლეფორი (2004);
ერიკ ფურნიე (2007);
რენო სალენსი (2012-დღემდე)
თანამშრომლობის სფეროები:
-
ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები;
-
საფრანგეთი არის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყანა და აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში. იგი ასევე საქართველოში ეუთოს მისიის წევრია;
-
რეგიონული თანამშრომლობა: წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა საქართველოს კახეთის რეგიონსა და საფრანგეთის რესპუბლიკის იონის დეპარტამენტს შორის;
-
თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში: ფრანგული მხარის დახმარებით საქართველოში, საჩხერის რეგიონში გაიხსნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო მომზადების ცენტრი.
ეკონომიკური თანამშრომლობა:
სავაჭრო ბრუნვა 1999-2006 წლებში ( აშშ დოლარებში):
წელი
|
ექსპორტი
|
იმპორტი
|
2000
|
1 057.3
|
11015.7
|
2001
|
353.5
|
19194.3
|
2002
|
3030.4
|
15776. 8
|
2003
|
4924.9
|
55754.1
|
2004
|
9555.9
|
63230.4
|
2005
|
11545
|
97279.1
|
2006
|
30883.9
|
73975.9
|
მნიშვნელოვანი ვიზიტები:
საქართველოდან:
2004 წლის 4-9 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში;
2005 წლის 24-25 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში, სტრასბურგი;
2005 წლის 26 სექტემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში;
2006 წლის 19-24 მარტი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი საფრანგეთში;
2006 წლის 29-31 მაისი -საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში;
2006 წლის 7-8 ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი საფრანგეთში.
სამართლებრივი ბაზა:
საფინანსო ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის (თბილისი 10.07.1995);
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ პარიზი (1993 წლის 5 ივლისი);
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ (პარიზი, 1994 წლის 21 იანვარი. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1995 წლის 7 მარტს. ძალაშია 1999 წლის 20 ივნისიდან);
შეთანხმების ოქმი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მცირე და საშუალო საწარმოების საყოველთაო კონფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ (თბილისი 03.02.1997);
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 03.02.1997);
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 03.02.1997. ძალაში შევიდა 01.03.1997);
შეთანხმება საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 03.02.1997);
წერილების გაცვლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე (03.02.1997);
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და ALCATEL-ს შორის სენაკის აეროპორტის ტექნიკური გადაიარაღების შესახებ (03.02.1997);
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესა და ALCATEL-ს შორის (პარიზი 04.02.1997);
მემორანდუმი ქ. თბილისი მერიასა და ქ. პარიზის მერიას შორის თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 04.02.1997);
განზრახულობათა ოქმი საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და სასოფლო საქმეთა განვითარების დარგში (პარიზი 03.02.1997);
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ (03.02.1997);
თანამშრომლობის ოქმი საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და საფრანგეთის ელექტროენერგიის კომპანია "ელექრისიტე დე ფრანს"-ს შორის ელექტრო ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (05.02.1997);
ოქმი საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროსა და საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) შორის საქართველოში რადიოპროგრამების რეტრანსლაციის შესახებ (03.02.97);
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ (პარიზი, 1999 წლის 20 მაისი);
შეთანხმება საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებში ქართველი ოფიცრების სწავლების შესახებ (25.09.2002).
ბმული:
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: www.diplomatie.gouv.fr