საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ლევილის მამულში გამართულ ფრაგნულ-ქართული კულტურის დღეებს დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც ცამეტი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად ტარდება ლევილის მერიისა და ამხანაგობა "ქართული კერას" ორგანიზებით. წელს ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეებზე საკუთარი შემოქმედება საფრანგეთში არსებულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ბავშვთა ანსამბლმა „ლაზმა" წარმოადგინა.
ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეებს ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ლევილის მერი, ერიკ ბრივი და საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეები.