სტაჟირება
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს.კონკურსის შედეგად დიპლომატიურ წარმომადგენლობაშისტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორ) საუკეთესო აპლიკანტს.
სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციისამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიასაქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობსსახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილსაკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე - ambassade.georgie@mfa.gov.ge
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- ფლობდეს ფრანგულ ენას;
იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ქონდეს უმაღლესიგანათლება და აკმაყოფილებდეს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს საფრანგეთის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელისაბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
კონკურსის თემატიკა:
- საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
- საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმაელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ambassade.georgie@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:
- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
- ავტობიოგრაფია;
- დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო
- დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
- პასპორტის ასლი;
- ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედებისვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
- ერთი ფოტოსურათი (3X4).
- ნასამართლობის შესახებ ცნობა.
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქ. პარიზი, 104, Avenue Raymond Poincare, 75116 Paris;
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლისდამადასტურებელი სერთიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +33 1 45 02 16 16
იხილეთ დანართები:
განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.pdf