ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 

საკონსულო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


 

ძვირფასო სტუმარო,

დიდი პატივი მაქვს მოგესალმოთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც აკრეტიდებულია ასევე მონაკოს სამთავროსა და იუნესკოში.

ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის მოვალეობაა ხელი შევუწყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. 2012 წელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი ვიზეიმეთ. კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ბრწყინვალე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, საფრანგეთის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები აერთიანებს.

ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიზნით ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლების, ტურიზმის, სამედიცინო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანისკენ.

ქართველ და ფრანგ ხალხთა შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით საელჩოს თანამშრომლებს მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია - ხელი შევუწყოთ მას და გავაძლიეროთ ბევრი მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობა საფრანგეთში მცხოვრებ ქართულ სათვისტომოსთან ურთერთობა და მათთვის სამშობლოსთან კავშირების ხელშეწყობაა.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საელჩოს ვებ გვერდით დაინტერესებისთვის, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე და საელჩოს ყოველი თანამშრომელი მზად ვართ ნებისმიერ დროს დახმარება და თანადგომა გავუწიოთ საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ყველას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მისი უკეთესი მომავლის მიზანი გვაერთიანებს. მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად შევძლებთ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ქვეყანასა და საფრანგეთს შორის ურთერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ