ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


იუნესკოს სათაო ოფისში მარიამ ხაჭვანის ''დედე''-ს ჩვენება გაიმართა

მ.წ. 12 დეკემბერს, წყნარი ოკეანის საერთაშორისო მეთერთმეტე ფესტივალზე მიღებული სპეციალური ჯილდოს შემდეგ, მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედე"-ს ჩვენება იუნესკოს სათაო ოფისში გაიმართა. აღნიშნული ჯილდო იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა. აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნების კინო დაჯილდოება არის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმების კონკურსი, რომელიც აფასებს კინემატოგრაფიულ ოსტატობას და კულტურულ მრავალფეროვნებას. საქართველომ წელს APSA-ს ოთხი პრიზი მიიღო და ეს იყო ქართული ფილმების პირველი გამარჯვება აზიურ ოსკარად წოდებულ ფესტივალზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმი გადაღებულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიულ რეგიონში, სვანეთში.

APSA-სა და იუნესკო-ს დამფუძნებელი პარტნიორობის პატივსაცემად გაიმართულ ჩვენებას, ასევე დაესწრო ფილმის რეჟისორიც.  

„დედეს" მსოფლიო პრემიერა სამი თვის წინათ შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელიც გახდა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ