ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


საქართველოს საელჩოში სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

საქართველოს საელჩო საფრანგეთში აცხადებს კონკურსს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის. საბოლოო შერჩევამდე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.  ძირითადი მოთხოვნა, ქართული და ფრანგული ენების სრულყოფილი ფლობა, ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

სტაჟირებისთვის :

 1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; (იხილეთ მიმაგრებული ფაილი ამავე გვერდზე)

2. ავტობიოგრაფია;

3. დიპლომის ასლი/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. პასპორტის ასლი;

5. საფრანგეთში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სტაჟირების გავლის პერიოდს;

6. ერთი ფოტოსურათი (3x4) ;

7. ნასამართლობის შესახებ ცნობა ;

სასწავლო პრაქტიკისათვის : 

1.შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა / შესაბამის უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

2. ავტობიოგრაფია;

3. პასპორტის ასლი;

4. საფრანგეთში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს;

5. ერთი ფოტოსურათი (3x4) ;

6. განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ; (იხილეთ მიმაგრებული ფაილი ამავე გვერდზე)

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ambassade.georgie@mfa.gov.ge (objet: STAGE) საბუთების მიღებას ელექტრონული ფოსტითვე დაგიდასტურებთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა დაიწყება 2018 წლის მარტიდან. გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციისთვის:

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სტაჟირების ხანგრძლივობაა 3-6 თვე.

პრაქტიკანტად პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობაა არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 45 დღისა. სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ