ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


ოდრი აზულე - იუნესკოს ახლადარჩეული გენერალური დირექტორი

მ. წ. 10 ნოემბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის რიგით 39-ე სესიის ფარგლებში, ხმის მიცემის დასკვნითი პროცესის შედეგად, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციაზე არჩეული იქნა საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრე აზულე (Audrey Azoulay). აზულეს 150 ამომრჩევლიდან 131-მა დაუჭირა მხარი. საფრანგეთის ყოფილმა კულტურის მინისტრმა ამ თანამდებობაზე ბულგარეთის წარმომადგენელი ირინა ბოკოვა შეცვალა, რომელიც ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.‘'ჩემთვის პატივია ვემსახურო ამ ორგანიზაციას. ჩვენ მოვალენი ვართ ვუზრუნველყოთ იუნეკოს უმაღლეს დონეზე ფუნქციონირება, რადგან დღევანდელ მსოფლიოში მას უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია.'' ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა იუნესკოს ‘'შეუცვლელი'' ორგანიზაცია უწოდა. აღსანიშნავია, რომ იუნესკო უკანასკელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დასუსტებულ და ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ოქტომბრის თვეში ორგანიზაცია შეერთებულმა შტატებმა, შემდეგ კი ისრაელმა დატოვა. ოდრე აზულე საქმიანობას 13 ნოემბრიდან შეუდგება. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ