ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39-ე სესია

4 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს და  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და UNESCO-ს შორის  არსებულ 25 წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ძალისხმევის შესახებ, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების თვალსაზრისით.  ხაზგასმით აღნიშნა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მთვარობის პრიორიტეტულ გეგმებს შორისაა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და კვლავ დააფიქსირა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.UNESCO- ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე დამტკიცდა UNESCO-ს ღონისძიებათა სია, რომლებიც 2018-2019 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღნიშნულ სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღები: "თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე და მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადების 150 წლისთავი".ამასთანავე, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს განათლების და მეცნერების  მინისტრის მოადგილეებსა და ნორვეგიის, ესტონეთის, კვიპროსის, შვედეთისა და ფინეთის განათლების მინისტრებს შორის. შეხვედრებზე განიხილეს განთლების სფეროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მ.წ. 10 ნოემბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39-ე სესია, იუნესკოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცებს,  აღმასრულებელი საბჭოს მიერ ნომინირებულ კანდიდატს, საფრანგეთის ყოფილ კულტურის მინისტრს,  ორდე აზულეს. იგი ირინა ბოკოვას შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას რვა წლის განმავლობაში იკავებდა.   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ