ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბორდოში

14 სექტემბერს, ქ. ბორდოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა გამოფენა სახელწოდებით, „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“.  ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა.  პრემიერ მინისტრმა ქართული საგამოფენო სივრცე ბორდოს მერთან ალან ჟუპესთან და ღვინის კულტურებისა და ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტ სილვი კაზთან ერთად დაათვალიერა.

4-თვიანი გამოფენის მანძილზე გაიმართება არაერთი ღონისძიება - სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებებიც.  ღვინის მსოფლიო დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ