ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი პარიზის მერიაში

france/1_11.jpgვიზიტის ფარგლებში ჯაბა სამუშიამ შეხვედრა გამართა ფინანსურ საკითხებში ქ. პარიზის ვიცე მერის კაბინეტის უფროსთან, ლორან გონზალეზთან, რომელმაც სტუმრებს პარიზის ბიუჯეტის ფორმირებისა და ხარჯვის საკითხები გააცნო. ამასთანავე ისაუბრა იმ პროექტები შესახებ,  რომლებიც პარიზში პარკირების მოწესრიგების კუთხით ხორციელდება, საუბარი შეეხო სოციალური სახლების მშენებლობის და სოციალური სოლიდარობის კუთხით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებსაც. აღნიშნულ შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯაბა სამუშიამ მოინახულა ლევილის ქართული მამული და შეხვდა ქართულ სათვისტომოს წარმომადგენლებს. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ