ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


ქართული დღეები ბორდოში

 

31 ივლისი-6 ნოემბერი, ბორდოს ღვინის ქალაქი, გამოფენა "საქართველო - მეღვინეობის აკვანი".

31 ივლისს, ბორდოს « ღვინის ქალაქში », საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა იხსნება. საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინოების გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძლის საპატიო სტატუსს ატარებს. გამოფენა "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 6 ნოემბრამდე გასტანს.

გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები. 

http://www.bordeaux-tourisme.com/offre/fiche/exposition-georgie-berceau-de-la-viticulture-a-la-cite-du-vin/FMAAQU033V50DGP3

france/1_9.jpg france/2_2.jpg 

 

14-24 სექტემბერი, "აგორა" - ბორდოს არქიტექტურის, ურბანიზმის და დიზაინის ბიენალე.

აგორა, ქალაქ ბორდოს არქიტექტურის, ურბანიზმისა და დიზაინის ბიენალე, რომელიც 14 - 24 სექტემბერს გაიმართება, გამოფენას უძღვნის საქართველოს. ეს არის ბორდოელი და თბილისელი სტუდენტების ერთიანი პროექტი, რომლის ძირითადი თემა იქნება თუ როგორ შეიძლება ურბანულმა პროექტმა, კონკრეტული სცენარით და კარგად განსაზღვრული ფუნქციით, შეცვალოს ბუნებრივი გარემო. ამ თვალსაზრისით, ორგანიზატორები ეყრდნობიან დასავლეთ საქართველოს ორი ქალაქის - ჭიათურისა და წყალტუბოს მაგალითებს. ამ ორ ქალაქს სრულიად განსხვავებული ფუნქცია გააჩნდათ: ჭიათურა შეიქმნა მანგანუმის მადნის წარმოების ბაზაზე, წყალტუბო კი როგორც მკურნალობისა და დასვენების საკურორტო ქალაქი.

პროექტში ჩართული არიან: ბორდოს უნივერსიტეტის, არქიტექტურის სკოლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები. ფრანგი და ქართველი სტუდენტები უკვე ეწვივნენ ჭიათურას და წყალტუბოს, სადაც შეისწავლეს არსებული გარემო და მოიძიეს საკვლევი მასალა. ქართველი სტუდენტები, ასევე, ეწვივნენ ბორდოს უნივერსიტეტს, სადაც გაიარეს ერთკვირიანი ინტენსიური კვლევა, რომლის მთავარი თემა იყო არსებული მასალის გამოყენებით ჭიათურის და/ან წყალტუბოს რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავება. აღნიშნულ კონცეფციაზე მუშაობაში ქართველ სტუდენტებს ხელმძღვანელობენ მოწვეული სპეციალისტი იოსებ ალავიძე და ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე.

გარდა ქართველი და ფრანგი სტუდენტების ერთობლივი ნამუშევრების წარმოდგენისა, დაგეგმილია, აგრეთვე საქართველოს შესახებ გამოფენების, დებატებისა და ფილმების ჩვენებების გამართვა. მიშელ ლარუე-შარლიუ, უკვე რამდენჯერმე ეწვია საქართველოს, მათ შორის ჭიათურასა და წყალტუბოს. ის მზადაა ფართოდ წარმოადგინოს საქართველო მომავალ ბიენალეზე, რადგანაც მიიჩნევს, რომ ჭიათურა და წყალტუბო მეტად საინტერესო (და წყალტუბოს შემთხვევაში უნიკალურ) ურბანისტულ ნიმუშებს წარმოადგენს და მათი ლანდშაფტების  რეაბილიტაცია და აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მაღალი კლასის ტურიზმის განვითარებას.

არქიტექტურის, ურბანიზმისა და დიზაინის ეს ბიენალე 2004 წელს შეიქმნა ბორდოს მერის ალენ ჟიუპეს ინიციატივით. ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და თავს უყრის ცნობილ არქიტექტორებსა და ურბანისტებს. აღსანიშნავია, რომ ბორდო წარმოადგენს საფრანგეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრს აღნიშნულ სფეროში, რამდენადაც საფრანგეთის არქიტექტურისა და პეიზაჟის უმაღლესი ეროვნული სკოლა ბორდოში მდებარეობს, ხოლო 1995 წლიდან, როდესაც ალენ ჟიუპე ბორდოს მერად იქნა არჩეული, მის მიერ განხორციელებულმა სამშენებლო პოლიტიკამ გარდაქმნა ქალაქი და ის საფრანგეთისა და მსოფლიოსთვის ურბანისტული პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ურბანისტულ ლაბორატორიად აქცია. სხვა ანალოგიურ ფორუმებთან შედარებით, „აგორა 2017"-ის თავისებურება იმაში მდგომარეობს ის განკუთვნილია არა მარტო სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთანავე, თანდათანობით, არქიტექტურისა და ურბანიზმის გარდა, ბიენალე სხვა სფეროებსაც გადაწვდა, მათ შორის კინოს, ფოტოგრაფიას, ფერწერასა და ლიტერატურას, რომელთა მთავარი თემაა პეიზაჟი, ურბანიზმი და გარემოს დაცვა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ბიენალემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა, რამდენადაც ის გახდა ევროპის ძველი ქალაქების მოდერნიზაციისა და განვითარების საკითხებში დისკუსიის მთავარი ცენტრი.

http://canal-com.eu/agora-georgia/

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ