ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


დამოუკიდებლობის დღე

 

26 მაისს ქ.პარიზში, ინტერალიეს სასახლეში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთიანი საზეიმო მიღება.

საღამო სიტყვით გახსნა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამეფოში, ეკატერინე სირაძე-დელონემ და საელჩოს საპატიო სტუმარმა, საფრანგეთის პირველმა ელჩმა საქართველოში, ბერნარ ფასიემ. 

საზეიმო მიღებას წინ უძღოდა, კლასიკური მუსიკის კონცერტი პატარა ქართველი ვირტუოზი პიანისტების მონაწილეობით. 14 წლის ბარბარე თათარაძემ, ილია ლომთათიძემ და ირაკლი ფხაკაძემ შეასრულეს ლისტის, შუბერტის, შოპენის, პროკოფიევის და ლაღიძის ნაწარმოებები. ილია და ბარბარე ფრანგი კომპოზიტორისა და პიანისტის მიშელ სონის მიერ დაარსებული ფონდის "SOS ტალანტი"სტიპენდიანტები არიან. სამივე პიანისტი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და კონკურსის ლაურიატია.

მიღება, რომელსაც ქართულ დიასპორის წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ საფრანგეთის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები, საფრანგეთის და საქართველოს სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ინტერალიეს სასახლის ბაღში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

france/Photo_024.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

france/Photo_055.jpg

 

france/Photo_119.jpg

france/Photo_175.jpg

france/Photo_237.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ