ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


მომავლის ბანაკი 2017-უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების საყურადღებოდ!

 

france/11745598_936762709729067_8710887832988948851_n.jpgსაქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N826 განკარგულების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას იღებს პროგრამის - „მომავლის ბანაკი" განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

პროგრამაში - „მომავლის ბანაკი" მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა - 7 დღე, პროგრამის განხორციელების პერიოდი: პირველი ნაკადი: 28 ივლისი - 3 აგვისტო მეორე ნაკადი:  5-11 აგვისტო, მესამე ნაკადი: 13-19 აგვისტო.

დასვენების მსურველების საქართველოში ჩამოყვანა არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.

უცხოეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს  მიმდინარე წლის 29 მაისამდე უნდა გაუგზავნონ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელ.ფოსტაზე: ttartarashvili@mfa.gov.ge

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს და ქალაქის დასახელება;

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის  სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

4. სკოლის დასახელება;

5. დიასპორული ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; 

6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (ორიგინალი თან იქონიეთ);

7. მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორიგინალი თან იქონიეთ);

8. მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ორიგინალი თან იქონიეთ);

9. მონაწილის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა (ორიგინალი თან იქონიეთ).

 

„მომავლის ბანაკის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/cync.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: +995 599 094490; +995 32 2945000 (3109) (თემურ ტარტარაშვილი). 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ