ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


სუვინისა და მცხეთის მერების შეხვედრა

 

მიმდინარე წლის 12 მაისს ოვერნ-რონ-ალპის რეგიონში მდებარე ქალაქ სუვინიში  მცხეთისა და სუვინის მერებმა, ავთანდილ ნემსიწვერიძემ და ჟან კლოდ ალბიუშერმა ხელი მოაწერეს  მემორანდუმს  მცხეთასა და სუვინის შორის დაძმობილების პროცესის დაწყების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ქ-ნი ეკატერინე სირაძე დელონე, ალიეს დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარე, სენატორი ჟერარ დერიო, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ილია ჯიშკარიანი და შატო მუხრანის დამაარსებელი და დირექტორი, წარმოშობით სუვინელი ჟაკ ფლერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორი ქალაქის დაახლოებაში.

ვიზიტის მსვლელობისასას მცხეთის დელეგაციამ მოინახულა სუვინის წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი, წმინდა მარკოზის ეკლესია (XII საუკუნე) და ქალაქის ისტორიული მუზეუმი. შეხვედრებისას დადასტურდა მხარეთა დაინტერესება მცხეთასა და სუვინის შორის ურთიერთობების დაწყების შესახებ. მოგვიანებით, ურთიერთობათა სათანადო გაღრმავებისა და ორმხრივი სურვილის  შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული ურთიერთობების ინსტიტუციონალიზება და მცხეთისა და სუვინის დაძმობილება. ბატონმა ალბიუშერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის, მერიის გენერალურ დირექტორთან ფილიპ ტურენთან ერთად მიმდინარე წლის აგვისტოში ეწვიოს  მცხეთას ქალაქის გაცნობისა და მის  მცხოვრებლებთან შეხვედრის მიზნით. 

france/_MG_0826.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

france/_MG_0832_1.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

france/_MG_0908-2.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

france/_MG_0850_2.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ