ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


ელჩის საჯარო ლექცია პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში

france/17807350_442928979432388_7605021471038756587_o_(1).jpg2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე-დელონემ, პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  საჯარო ლექცია გამართა. ლექციას, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ქეთი არჩაია, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰოლ გარდნერი, ისტორიის, პოლიტიკისა და სხვა მეცნიერებების პროფესორები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, საელჩოს თანამშრომლები.

საქართველოს ელჩმა შეხვედრის დასაწყისში ისაუბრა საქართველო-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებზე და მათ პერსპექტივებზე, საელჩოს საქმიანობასა და მიღწევებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც ვრცლად იქნა განხილული საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, საქართველო-ნატო, საქართველო-ევროკავშირი და ვიზალიბერალიზაცია, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს საშინაო პოლიტიკა, ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები და სხვა საკითხები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 13 14
16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ