ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


საქმიანი სადილი Air France-KLM-ის პრეზიდენტ ჟან-მარკ ჟანიაკთან

france/17807459_1339902776056113_2961569595951190015_o_1.jpg4 აპრილს, საფრანგეთში საქართველოსა და ბულგარეთის ელჩებმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ და ანგელ ჩოლაკოვმა უმასპინძლეს კომპანია Air France-KLM-ის პრეზიდენტს, ჟან-მარკ ჟანაიაკს. სამუშაო სადილს აგრეთვე ესწრებოდნენ ბელგიის, ნიდერლანდების, მონაკოს, სერბეთის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის ელჩები და პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.შეხვედრის მთავარი მიზანი იყო Air France-KLM-ის განვითარების ახალი სტრატეგიის გაცნობა და კომპანიისა და მისი ფილიალების მიერ ევროპის კონტინენტზე ახალი საჰაერო ხაზების გახსნის შესაძლებლობათა განხილვა.

ეკატერინე სირაძე-დელონემ აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის სწრაფი ზრდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ხელსაყრელ პირობებს ქმნის იმისათვის, რათა პარიზსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისი კომერციული თვალსაზრისით საინტერესო გახდეს. ელჩმა, ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სტაბილურობა, ტრანსპარენტულობა და ხელსაყრელი საქმიანი გარემო მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. ჟან-მარკ ჟანაიაკმა დაინტერესება გამოხატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს კონსულტაციები საქართველოს საელჩოსთან ამ მიმართულებით 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ