ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


MEDEF International დელეგაცია თბილისში

france/17635117_1328576040565385_6295060322512159454_o.jpg2017 წლის 27-28 მარტს, საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობა MEDEF International-ის  წამყვანი ფრანგული კომპანიების 28 წარმომადგენლისაგან შემდგარი დელეგაცია თბილისს ეწვია, სადაც ისინი საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

ფრანგულ საწარმოთა ხელმძღვანელებისა  და წარმომადგენლებისაგან შემდგარ დელეგაციას სათავეში ედგა კომპანია Oberthur Technologies Identity გენერალური დირექტორი და MEDEF International-ის ცენტრალური აზია-საფრანგეთის საწარმოების ხელმძღვანელთა საბჭოს პრეზიდენტი, კრისტოფ ფონტენი. ვიზიტის მსვლელობისას გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში საქართველოს ელჩმა  ეკატერინე სირაძე-დელონემ.

აღნიშნული ვიზიტი 1992 წელს საქართველოსთან  თანამშრომლობის დაწყებიდან MEDEF International-ის მე-5 მულტისექტორული ვიზიტია თბილისში. მას წინ უძღოდა MEDEF-ში გამართული ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა: 2015 წლის სექტემბერში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილის,  და 2016 წლის ნოემბერში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქ-ნი ქეთევან ბოჭორიშვილის მონაწილეობით.

MEDEF International-ის დელეგაცია მიიღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინასთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართა, აგრეთვე, შეხვედრები ენერგეტიკის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სს „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობამაც. ფრანგი მეწარმეები გაეცნენ საქართველოს ხელისუფლების და დედაქალაქის ხელმძღვანელობის მთავარი პრიორიტეტებს ეკონომიკისა და ინვესტირების საკითხებში, აღნიშნულ სფეროში გატარებული რეფორმებსა და მომავალ პროექტებს, ასევე მათი განხორციელებისა და ფინანსირების პირობებს. 

წამყვანი ფრანგული კომპანიები ასევე შეხვდნენ საერთაშორისო და სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებს - AFD/Proparco, საპარტნიორო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი - რომლებთანაც შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოში კერძო სექტორის ფინანსირების შესაძლებლობებზე.

ფრანგული კომპანიების დელეგაცია მიიღო MEDEF International-ის პარტნიორმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, რომელმაც, აგრეთვე, ორგანიზება გაუკეთა მთელ რიგ ინდივიდუალურ შეხვედრებს დაინტერესებულ ფრანგულ და ქართულ კომპანიებს შორის. აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაგრძელდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ MEDEF International-ის დელეგაციის საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ