ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


შეხვედრა ირინა ბოკოვასთან

france/unesco_1.jpg2017 წლის 20 თებერვალს, საფრანგეთში საქართველოს ელჩი, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე შეხვდა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ირინა ბოკოვას. იუნესკოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი მეჰტილდ როსლერი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების მიერ ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტები. იუნესკოს გენერალურ დირექტორს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წერილები და სამინისტროების მიერ გაკეთებული შესაბამისი ოფიციალური განცხადებები.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორმა  გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისათვის. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ