ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში

 

"საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის ხელი შუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", ამის შესახებ აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც პარიზში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

france/16664906_10154094141560899_2726842132576098046_o.jpg

 

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან.

france/16602123_10154091503630899_3710181814277233395_o.jpgfrance/16487109_10154091503710899_4698739576376778570_o.jpg

იგი ასევე შეხვდა ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისაბდ გიგუს. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.ელისაბედ გიგუმ მიულოცა საქართველოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება და აღნიშნა საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე.

france/16587082_10154091717855899_7079948385809565734_o.jpg

 

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან. დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა, ის პროგრამები და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს დიასპორის მეტ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის წარმომადგენლების საჭიროებებზე ადეკვატური და დროული რეაგირება.

france/16463610_10154095595410899_1723833570744222098_o.jpg

„ამ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ევროპის ინტერესშია ყავდეს ისეთი დემოკრატიული და სტაბილური მოკავშირე, როგორც საქართველოა“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

france/16601706_10154096030710899_142123783005515297_o.jpg

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ