ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


UNESCO - « ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა » ნომინაცია

 

საქართველომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით  წარადგინა ნომინაცია - « ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა » (Living Culture of Three Writing Systems of the Georgian Alphabet). აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე, ადის აბებაში (ეთიოპია), რომელიც გაიმართება 2016 წლის 28 ნოემბერი-2 დეკემბერს.  

საფრანგეთში საქართველოს საელჩომ დაიწყო შეხვედრების გამართვა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.  2016 წლის 24 და 25 ოქტომბერს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში, ეკატერინე სირაძე-დელონემ  გამართა შეხვედრები იუნესკოში ბულგარეთის, გვატემალის, კონგოს, კოტ დ' ივუარის მუდმივ წარმომადგენლებთან. 26 ოქტომბერს შეხვდა სენეგალის და უნგრეთის მუდმივ წარმომადგენლებს.

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა მუდმივ წარმომადგენლებს აუხსნა ქართული ანბანის ისტორია სამი დამწერლობის ნიუანსები და მათი მნიშვნელობა ქართული იდენტობის განსაზღვრაში. ასევე გადასცა სამახსოვრო წიგნი და წიგნის სანიშნესთან ერთად, რომელზეც გამოსახულია ქართული ანბანის სამი სახეობა.  

 

france/14884719_1180719608641098_1537380184124210632_o.jpg

შეხვედრა იუნესკოში კონგოს მუდმივ წარმომადგენელთან.

 

france/14859826_1180719605307765_5940100848386029516_o_1.jpg

შეხვედრა იუნესკოში კოტ დ'ივუარის მუდმივ წარმომადგენელთან.

 

france/0-02-05-41c243e846e27ab1e8e880f792f7ea492580a48915b463524636edaafa9285f8_full.jpg

შეხვედრა იუნესკოში სენეგალის მუდმივ წარმომადგენელთან.

france/0-02-05-60b2a38245fcc192ed95be4a5b8238524a1ecca53fab53a8224e71cf0c7a0f1f_full.jpg

შეხვედრა იუნესკოში უნგრეთის მუდმივ წარმომადგენელთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ