ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის წიგნის ცენტრებს შორის

france/14444864_1129179770509637_2577968567710341982_o_1.jpg

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის( (Georgian National Book Center)დირექტორმა  მედეა მეტრეველმა, ხოლო საფრანგეთის მხრიდან - წიგნის ეროვნული ცენტრის (Centre National du Livre) პრეზიდენტმა  ვენსან მონადემ (Vincent Monadé). 

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, თვეების მანძილზე, ურთიერთობები ჩამოყალიბდა საქართველოსა და  საფრანგეთის წიგნის ეროვნულ ცენტრებს შორის.

ღონისძიებას ესწრებოდა სამი ქართველი გამომცემელი : გია ქარჩხაძე - « ქარჩხაძის გამომცემლობა", ნინო მაჭარაშვილი - "წიგნები ბათუმში" და თინა მამულაშვილი - "სულაკაურის გამომცემლობა" ,  ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ნოდარ ნუცუბიძე. ფრანგული მხარე წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის გარდა წარმოდგენილი იყო ცნობილი ფრანგი გამომცემლობების           (Fleuve, Larousse, Nathan, Globe éditions, Lousion éditions, JC Lattès éditions, Gallimard და სხვა) სახით, რომლებთანაც ქართულმა მხარემ გამართა შეხვედრა-მოლაპარაკებები და დასახა მომავალში თანამშრომლობის პერსპექტივები.

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი განავითარონ ქართულ-ფრანგული კულტურული თანამშრომლობა წიგნისა და კითხვის სფეროში და გააძლიერონ ქართული და ფრანგული წიგნის სექტორის წარმომადგენლებს შორის გაცვლები, მით უფრო, რომ 2017-2018 წლებში საფრანგეთი და საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები არიან. მხარეებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს განსაზღვროს ეროვნულ ცენტრებს შორის პარტნიორობის ფორმები და გააძლიეროს თანამშრომლობა საგამომცემლო, მთარგმნელობით და კითხვის პოპულარიზაციის სფეროში.

შესაბამისი მთავრობების მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე დაყრდნობით, მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული მრავალფეროვნების დაცვას და მის შენარჩუნებას შემდეგ სფეროებში: ლიტერატურული თარგმანების პროცესის განვითარება, გამოცდილებების გაზიარება საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, სარედაქციო მრავალფეროვნები უზრუნველყოფა და განვითარება, გამოცდილებების გაზიარება პირატულ გამოცემებთან ბრძოლის კუთხით. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ გამომცემლებს ქართული და ფრანგული ლიტერატურის თარგმანების გამოცემის კუთხით.

france/14462946_10209593163242714_6756633676831434214_n_1.jpg

france/14446202_10209593162682700_4426689340763699764_n_1.jpg

france/14368629_10209593162442694_6773661837505529765_n_1.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ