ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


ალექსი მაჭავარიანის « კონცერტო ვიოლინოსთვის » ქალაქ მეზენის სენ-ჟან-ბატისტის ტაძარში

25 აგვისტოს, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მეზნში, "ახალგაზრდა სოლისტთა აკადემიის" კონცერტი გაიმართა, რომელზეც შესრულებულ იქნა ალექსი მაჭავარიანის ცნობილი «კონცერტო ვიოლინოსთვის». კონცერტს, რომელიც საქართველოს საელჩოს პატრონაჟით ჩატარდა, საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონეც, ესწრებოდა. ელჩი მეზენს კონცერტის ორგანიზატორებისა და ქალაქის მერის, ჟაკ ლამბერის მოწვევით ესტუმრა და ქალაქის მერიაში მის საპატივცემულოდ გამართულ მიღებასაც დაესწრო. აღნიშნულ მიღებაზე შედგა ასევე მაჭავარიანის ცნობილი კონცერტოს აუდიო ჩანაწერის პრეზენტაცია, რომელსაც ელჩის წინასიტყვაობა აქვს დართული. მეზენის მერმა საქართველოს ელჩი ქალაქის საპატიო სტუმრის მედლით დააჯილდოვა და ქალაქის სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

2014 წლიდან, ქალაქ მეზენის "ახალგაზრდა სოლისტთა აკადემია", ვიოლონისტ კრისტოფ ბულიეს ხელმძღვანელობით და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, რეგულარულად ასრულებს ალექსი მაჭავარიანის ცნობილ "კონცერტოს ვიოლინოსთვის"  ქალაქ მეზენის მთავარ ტაძარსა თუ პარიზის მე-17 რაიონის მერიაში გამართულ კონცერტებზე. აკადემიის სოლისტების მორიგი კონცერტი მიმდიანრე წლის 8 სექტემბერს, პარიზის მე17 რაიონის მერიაში გაიმართება და ამჯერად მუსიკოსები სულხან ცინცაძის "მინიატურებს" შეასრულებენ.

 

france/IMG_9421.jpg

france/AMBASSADRICE_(3).jpg

france/029.jpg

france/AMBASSADRICE_(4).jpg

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ