ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


სექტემბრის ბოლოს ლევილში ხელი მოეწერება შატოს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს

 

სხდომას, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა, ესწრებოდნენ კომისიის წევრები, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ხოლო ფრანგული მხრიდან - ამხანაგობა „ქართული კერის“ წარმომადგენლები - ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი და წევრები მამულის მემკვიდრეთა ოჯახებიდან. სხდომას ასევე დაესწრენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, ადვოკატი მეთიუ ჟიბერი და ლევილის მერი ერიკ ბრევი. 

მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და ნოტარიულ აქტზე ხელმოწერისათვის წინასწარ მოსამზადებელი ტექნიკური დეტალები. ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბერის ბოლო დეკადა დასახელდა. ხელმოწერის ცერემონიალი ლევილის შატოს მამულში გაიმართება.

france/14222256_1093883237326202_6996224295299868540_n.jpg

 

france/14107793_1093883263992866_3769456654247771989_o.jpg

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ