ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


ინფორმაცია უვიზოდ მგზავრობის შესახებ

2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობენ. 

მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს უვიზოდ დარჩენის უფლებას 90 დღით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

 

 

ქვეყნები, რომლებშიც უვიზოდ გამგზავრება არის შესაძლებელი:

წევრი ქვეყნები :  ავსტრია, ბელგია, გერმანია,დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია

 

 საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

-         შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები

-         ადგილობრივი კანონმდებლობა

-         საზოგადოებრივი წესრიგი

სამართალდარღვევის შემთხვევში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით. (იხილეთ ვიდეო)

 

მოთხოვნის შემთხვევაში, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:

 

ტურისტული მოგზაურობა

-         უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

-         სასტუმროს ჯავშანი

-         სამოგზაურო დაზღვევა

-         მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი

(ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი).

ყურადღება! საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

- შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;

- თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი

დღიური თანხა - 65 ევრო;

- თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს,

დღიური თანხა -120 ევრო;

-         საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და გამოფენებში მონაწილეობის საქმიანი შეხვედრების, და მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მოგზაურიბა

-         უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

-         სასტუმროს ჯავშანი

-         სამოგზაურო დაზღვევა

-         ღონისძიების /კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა

-         მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი

(ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიონ წერილი).

ყურადღება! საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

- შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;

- თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი

დღიური თანხა - 65 ევრო;

- თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს,

დღიური თანხა -120 ევრო;

ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულების მიზნით მოგზაურობა

-         მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა)

-         იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მოემგზავრებით

-         უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

-         სასტუმროს ჯავშანი

-         სამოგზაურო დაზღვევა

-         მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი

(ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი).

ყურადღება! საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

- შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;

- თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი

დღიური თანხა - 65 ევრო;

- თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს,

დღიური თანხა -120 ევრო;

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის მიზნით მოგზაურობა

-         სამედიცინო დაწესებულების თანხმობა

-         რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში

-         სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის

-         უკან დასაბრუნებელი ბილეთი

მგზავრობის და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი)

 

მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს შენგენის ქვეყნებში 180 დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით გაჩერების უფლებას. ანუ საზღვარზე შემოწმებულ იქნება დაგეგმილი შესვლის მომენტისათვის ბოლო 180 დღიან მონაკვეთში რამდენი დღე დაჰყო მოქალაქემ უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე და უფლება მიეცემა ამ დღეების რაოდენობის გათვალისწინებით გამოიყენოს 90 დღე. შენგენის ზონაში ყოფნის ვადის დაანგარიშება შესაძლებელია სპეციალური კალკულატორით:  https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ