ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


სტუდენტი საფრანგეთში

 

 

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთან აქვთ სურვილი სწავლა გააგრძელონ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში, 2014-2015 სასწავლო წლისთვის შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს კულტურისა და ძეგთლთა  დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში (განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭებისთვის გამოცხადებული ღია კონკურსი)

და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში  (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამა,სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთათვის)

დამატებითი ინფორმაცია, კონკურსის პირობების, ვადების და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ვებ გვერდებზე:

საქართველოს კულტურისა და ძეგთლთა  დაცვის სამინისტრო 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  

 

  • ბინის დაქირავება საფრანგეთში

ბინის დაქირავება საკმაოდ რთული და ხანგრძილივი პროცესია, უკეთესია თუ მომავალი სტუდენტი მაქსიმალურად ინფორმირებული იქნება იმ შესაძლებლობების და მოთხოვნების შესახებ რასაც საჭიროა საცხოვრებელი ადგილის მოძებნისა და დაქირავებისთვის.  დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიოთ   აქ

  • CAF (Caisse d'allocations familiales)

საფრანგეთში მცხოვრებ ყველა სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს დახმარებით საცხოვრებლის ქირაზე (l'aide au logement). ამ დახმარების მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:

  • ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი, რათა მიუთითოს მისამართი და ქირის ოდენობა;

  • იყოს ჩაწერილი სტუდენტური დაზღვევის სისტემაში;

  • ჰქონდეს საბანკო ანგარიში საფრანგეთში, რადგან დახმარება ჩაირიცხება პირდაპირ ბენეფიციარის ანგარიშზე; (ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე)

  • გააკეთოს განაცხადი (dites "déclaration d'impôt" ou "déclaration de revenus") საფრანგეთის შემოსავლების სამსახურში, მაშინაც კი როცა არავითარი შემოსავალი არ აქვს.   


  • გამოსადეგი ვებ-რესურსები:


საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ვებ-გვერდი

სახელმწიფო სტუდენტური ვებ-პორტალი

ვებ-საიტი პრაქტიკული ინფორმაციისთვის

უმაღლესი განათლება და კვლევა

 

სტაჟირება ან სასწავლო პრაქტიკის გავლა საქართველოს საელჩოში

სტაჟიორად მიიღება საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველო მოქალაქე ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, მისი განაცხადის საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

პრაქტიკანტად მიღება საქართველოს მოქალაქე - საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 45 დღისა.

სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ სასწავლო პრაქტიკის დაწყების თქვენთვის სასურველი თარიღი და პრაქტიკის);

2. CV;

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

4. საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

5. საფრანგეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, თუ ჯერ დიპლომი არ აგიღიათ, სტუდენტის ბილეთის ასლი.

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ambassade.georgie@mfa.gov.ge (objet: STAGE)

გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება სასწავლო პრაქტიკა დაიწყება შერჩევიდან ორი თვის შემდეგ.

საბუთების მიღებას ელექტრონული ფოსტითვე დაგიდასტურებთ. კანდიდატებს, რომელთაც გასაუბრებაზე დავიბარებთ, თან უნდა იქონიონ ერთი ფოტოსურათი.


 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ