ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


საფრანგეთის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთის რესპუბლიკასთან დამყარდა 1992 წლის 21 აგვისტოს.

საქართველოს ელჩები საფრანგეთში:

გოჩა ჩოგოვაძე  (1993);

ლანა ღოღობერიძე  (2004, დანიშნული);

ნათია ჯაფარიძე  (2004);

მამუკა კუდავა   (2007);

ეკატერინე სირაძე-დელონე (2013 - დღემდე)

საფრანგეთის ელჩები საქართველოში:

პიერ მორელი (1992 - (რეზიდენციით ქ.მოსკოვი));

ბერნარ ფასიე (1993);

მირეი მიუსო (1997);

სალომე ზურაბიშვილი (2003);

ფილიპ ლეფორი (2004);

ერიკ ფურნიე (2007);

რენო სალენსი (2012-დღემდე)

 

თანამშრომლობის სფეროები:

  • ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები;

  • საფრანგეთი არის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყანა და აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში. იგი ასევე საქართველოში ეუთოს მისიის წევრია;

  • რეგიონული თანამშრომლობა: წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა საქართველოს კახეთის რეგიონსა და საფრანგეთის რესპუბლიკის იონის დეპარტამენტს შორის;

  • თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში: ფრანგული მხარის დახმარებით საქართველოში, საჩხერის რეგიონში გაიხსნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო მომზადების ცენტრი.

 

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა 1999-2006 წლებში ( აშშ დოლარებში):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

1 057.3

11015.7

2001

353.5

19194.3

2002

3030.4

15776. 8

2003

4924.9

55754.1

2004

9555.9

63230.4

2005

11545

97279.1

2006

30883.9

73975.9

 

მნიშვნელოვანი ვიზიტები:

საქართველოდან:

2004 წლის 4-9 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში;

2005 წლის 24-25 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში, სტრასბურგი;

2005 წლის 26 სექტემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში;

2006 წლის 19-24 მარტი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი საფრანგეთში;

2006 წლის 29-31 მაისი -საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში;

2006 წლის 7-8 ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი საფრანგეთში.

 

სამართლებრივი ბაზა:

საფინანსო ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის (თბილისი 10.07.1995);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ პარიზი (1993 წლის 5 ივლისი);

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ (პარიზი, 1994 წლის 21 იანვარი. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1995 წლის 7 მარტს. ძალაშია 1999 წლის 20 ივნისიდან);

შეთანხმების ოქმი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მცირე და საშუალო საწარმოების საყოველთაო კონფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ (თბილისი 03.02.1997);

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 03.02.1997);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 03.02.1997. ძალაში შევიდა 01.03.1997);

შეთანხმება საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 03.02.1997);

წერილების გაცვლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე (03.02.1997);

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და ALCATEL-ს შორის სენაკის აეროპორტის ტექნიკური გადაიარაღების შესახებ (03.02.1997);

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესა და ALCATEL-ს შორის (პარიზი 04.02.1997);

მემორანდუმი ქ. თბილისი მერიასა და ქ. პარიზის მერიას შორის თანამშრომლობის შესახებ (პარიზი 04.02.1997);

განზრახულობათა ოქმი საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და სასოფლო საქმეთა განვითარების დარგში (პარიზი 03.02.1997);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა  და ურთიერთდაცვის შესახებ (03.02.1997);

თანამშრომლობის ოქმი საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და საფრანგეთის ელექტროენერგიის კომპანია "ელექრისიტე დე ფრანს"-ს შორის ელექტრო ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (05.02.1997);

ოქმი საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროსა და საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) შორის საქართველოში რადიოპროგრამების რეტრანსლაციის შესახებ (03.02.97);

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ (პარიზი, 1999 წლის 20 მაისი);

შეთანხმება საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებში ქართველი ოფიცრების სწავლების შესახებ (25.09.2002).

 

ბმული:

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: www.diplomatie.gouv.fr

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 13 14
16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ