საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირების კონკურსი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

საფრანგეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე - ambassade.georgie@mfa.gov.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.        განაცხადების გადარჩევა;

2.        გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • ფლობდეს ფრანგულ ენას;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ქონდეს  უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებდეს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს საფრანგეთის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;


კონკურსის თემატიკა:

  • საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  • საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;



საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეambassade.georgie@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, . პარიზი, 104, Avenue Raymond Poincare, 75116  Paris ;

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +33 1 45 02 16 16

იხილეთ დანართები:

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.pdf

 

 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal