საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო მომსახურებები

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს შექმნილი აქვს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.

ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია რიგი საკონსულო მომსახურებების დისტანციური მიღება. ეს დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.

ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ. 
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
  •  მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
  •  ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
  •  დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
  •  საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
  •  მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია. 

საკონსულო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე:

www.geoconsul.gov.ge

 

საქართველოს მოქალაქეობის საკითხები საკონსულო მომსახურებები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal