საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ძვირფასო სტუმარო,

დიდი პატივი მაქვს მოგესალმოთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურვებ-გვერდზე, რომელიც აკრეტიდებულია ასევე მონაკოს სამთავროსა და იუნესკოში.

ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის მოვალეობაა ხელი შევუწყო საქართველოსა და საფრანგეთსშორის ურთიერთობების გაღრმავებას. 2012 წელს საქართველოსა და საფრანგეთს შორისდიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი ვიზეიმეთ. კმაყოფილებით მსურსაღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ბრწყინვალე პოლიტიკური,ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, საფრანგეთის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარიქვეყანა, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებებიაერთიანებს.

ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისუზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ ქვეყანას შორისურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიზნით ჩვენიძალისხმევა მიმართულია ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლების, ტურიზმის,სამედიცინო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალსაფეხურზე აყვანისკენ.

ქართველ და ფრანგ ხალხთა შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით საელჩოსთანამშრომლებს მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია - ხელი შევუწყოთ მას და გავაძლიეროთ ბევრიმიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობა საფრანგეთში მცხოვრებ ქართულსათვისტომოსთან ურთერთობა და მათთვის სამშობლოსთან კავშირების ხელშეწყობაა.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საელჩოს ვებ გვერდით დაინტერესებისთვის, ასევე ხაზგასმითაღვნიშნო, რომ მე და საელჩოს ყოველი თანამშრომელი მზად ვართ ნებისმიერ დროს დახმარება დათანადგომა გავუწიოთ საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენსთანამემამულეებს. ჩვენ ყველას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მისი უკეთესიმომავლის მიზანი გვაერთიანებს. მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად შევძლებთ, ამთვალსაზრისით, ჩვენ ქვეყანასა და საფრანგეთს შორის ურთერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.