საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მესტიის მერის ვიზიტი შამონისში

9-10 მარტს ქ. შამონის ეწვივნენ ქ. მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მაღალმთიანი რეგიონების მართვაში საფრანგეთის ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილების გაცნობა და მისი საქართველოში დანერგვის პერსპექტივები. 

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა შამონის მერთან  ერიკ ფურნიესთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შამონის, როგორც საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის მთავარ ცენტრსა და მესტიას შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და ფორმებზე. საუბრისას ხაზი გაესვა სამთო ტურიზმის განვითარების იმ მთავარ მიმართულებებს, რომლებსაც მესტიის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს.

ვიზიტის ფარგლებში მესტიის ხელმძღვანელობამ გამართა შეხევდრები შამონის ხეობის ტურიზმის ოფისის დირექტორთან ნიკოლა დიუროშასთან, კულტურის საკითხებში შამონის მერის მოადგილესთან სილვი სეფალისთან, შამონის ხეობის მუზეუმთა ქსელის დირექტორთან გაბრიელ მიშოსთან. ისინი, აგრეთვე, შეხვდნენ შამონის ხეობის სათხილამურო ტექნიკური ინფრასტრუქტურის მმართველი საწარმოს Compagnie du Mont Blanc-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორს ალექსანდრ ბრუშუს, რომელ ერთადაც მათ დაათვალიერეს ზემოაღნიშნული მოწყობილობები და გაეცნენ მათი მართვისა და ექსპუა