საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წიგნის "საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია

25 მარტს, პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების დიპლომატები, რეგიონის მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დოქტორანტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმრების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ და წიგნის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილმა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ქართულ-ევროპულ ისტორიულ და თანამედროვე კულტურულ მსგავსება-განსხვავებაზე, აგრეთვე, კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს. 

france/12891500_1023566991026158_2076074468189204022_o.jpg

france/12901174_1023568954359295_1551099412766522561_o.jpg

france/12916277_1023569154359275_5298293790040903734_o.jpg

france/12671676_1023569374359253_8225493185237426321_o.jpg

france/12440619_1023569427692581_589794394562921220_o.jpg