საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა მუსიკალური ფესტივალი Les crus Musicaux წარმომადგენლებთან

11 აპრილს, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე შეხვედრა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის Les Grands crus Musicaux ორგანიზატორს, ცნობილ ფრანგ პიანისტს მარკ ლაფორეს. 

აღნიშნული ფესტივალი 2003 წლიდან იმართება ქალაქ ბორდოში და თავს უყრის გამოჩენილ სოლისტებს. საუბარი შეეხო 2017 წელს, ბორდოს ღვინის ქალაქში (Cité du Vin) ქართული მეღვინეობის შესახებ დაგეგმილი გამოფენის პარალელურად, ქართველი სოლისტების მონაწილეობას ფესტივალში.